“ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე” | რუსეთის დუმა “ოცნებას” აქებს

“საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას”, – ნათქვამია ს დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც “ქართული “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას იწონებენ.
“როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში დუმა ევროკავშირს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბლოკი აგრძელებს ანტირუსული სანქციებსი მე-12 პაკეტზე მუშაობას – “მანიაკალური სურვილით, გაანადგუროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ფრჩხილების ლაქის, თხილის, ღილების, საკერავი ნემსებისა და ქსოვის ნემსების ექსპორტის აკრძალვით”.
“პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვით, სერიოზულად განიხილავენ ს ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს – უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად ჩანს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს არ არის რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს ხელისუფლების ქების პირველი შემთხვევა.
18 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრმა, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს “მმართველი პარტია სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებით მოქმედებს”.
11 ოქტომბერს “ოცნების” პოლიტიკა მოიწონა ანატოლი ბიბილოვმაც. მისი თქმით, “საქართველო დღეს შედარებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს”.
ხელისუფლების პოლიტიკა მოიწონა დიმიტრი მედვედევმაც და “რაშა თუდეისთან” ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და დაადასტურა, რომ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის გამო დართო ნება კრემლმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე.
მანამდე საგარეო მინისტრის მოადგილე გალუზინმა სატელევიზიო ინტერვიუში არ დამალა, რომ კრემლი განსაკუთრებით კმაყოფილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით და საქართველოს პოზიციით უკრაინის ომთან დაკავშირებით.