ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერის შემოწმებას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო დამატებით პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დასაბუთებული განცხადებით მომართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ:
· თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· გელა მიქაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· ჰერმან საბო, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ბაჩუკი ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ანა წითლიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· გიორგი ბოტკოველი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტის წევრი
· გიორგი გოდაბრელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· ქეთევან თურაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· აბდულა ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· მანუჩარ კვირკელია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· თეიმურაზ ჯანაშია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ირაკლი ნადირაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
· სოფიო ჯაფარიძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
· სალომე კობალაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
· საბა ბუაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
· , თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, თანამდებობის პირებს, მონიტორინგის დაწყების თაობაზე წერილობითი ფორმით ეცნობებათ.
ბიუროს ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 14 თებერვლით არის დათარიღებული. 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა 300-კაციანი სია ანტიკორუფციულმა ბიურომ მანამდე, 12 იანვარს დაამტკიცა. შესამოწმებელთა სიაში არიან ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები — და , მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და დეპუტატები როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან, მოსამართლეები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. შესამოწმებელი თანამდებობის პირები მონიტორინგის მიზნებისთვის დამოუკიდებელი კომისიამ შეარჩია, განსხვავებით 30-კაციანი ოპოზიციური სიისა, რომლის მონიტორინგი სააგენტოს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა გადაწყვიტა.
დამოუკიდებელ კომისიაში შედიან:
· გიორგი დავითური, IDFI
· ქეთევან შოშიავილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“
· თამარ ხუხია, საია
· ნინო დოლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
· ალექსანდრე კუხიანიძე, თსუ
„ნეტგაზეთი“ ცდილობს ანტიკორუფციული ბიუროსგან განმარტების მიღებას, თუ რამ განაპირობა დამატებით 30-კაციანი, მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შემდგარი სიის დამტკიცება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ