ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ფინეთის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის დეპარტამენტის ექსპერტებს, ნორა არნიოსსა და ვენლა მანტისალოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.
მათივე ცნობით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება