ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიუროს მთავარი ამოცანები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები. მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება