ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს

ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დეპუტატი და ამით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.
დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ამ დეპუტატების რიცხვი, საბედნიეროდ ცოტაა.
„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან. სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის დასანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილზე და დეპუტატებზე უკვე შეჩვეულნი ვართ. აღარაფერს ვამბობ ს გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტია ქვეყანაში.
ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Next: ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე