ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ შესახებ ისაუბრა.კონგრესმენის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ანტიამერიკული პარტიაა, რომელიც მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს.როგორც კონგრესმენი X-ზე წერს, ქართველი ხალხი იმსახურებს ცხოვრებას ჩინეთის, ირანისა და რუსეთისგან თავისუფალ გარემოში.„თავისუფლების მომხრეები დამწუხრებულნი არიან ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმისადმი. ჰადსონის ინსტიტუტის ბოლო მოხსენება, „საქართველოს ირანული შემობრუნება“, ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თეირანისადმი, რომელიც თავს ესხმის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. „ქართული ოცნების“ მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თბილისიდან 2024 წელს ორჯერ ეწვია ირანს, სადაც ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერების გვერდით იდგა. 2025 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თანაგრძნობა გამოხატა ირანელი ტერორისტების მიმართ, რომლებიც -ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. სულ ახლახან კი, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მიუსამძიმრა ირანის უზენაეს მასობრივ მკვლელს, ხომეინის, გარდაცვალების გამო.საქართველოს ხალხი იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და არა ვლადიმერ პუტინის მიერ გაყალბებულ არჩევნებს, რომლითაც ხელისუფლებას თავის მაფიოზ თანამზრახველებს აბარებს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – განაცხადა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.