ანსამბლ “ფესვებს” პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა აუკრძალეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ ს თქმით, ანსამბლ “ფესვების” წევრები, რომლებიც აჭარიდან მოდიოდნენ თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, “გზიდან გააბრუნეს”:
“ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი “ფესვები”, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან და დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის გამოსვლა.
თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი ამას რა ჰქვია. სამწუხაროა და მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს ამ ფორმით. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ძალიან ვწუხვარ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას