ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ლევან ხაბეიშვილიც გააძევა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, კომიტეტის სხდომიდან გააძევა.
ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა გამორთული მიკროფონის მიუხედავად საუბარი განაგრძო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს რეგლამენტის დარღვევაა.
იქამდე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.
აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილი მე-8 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: , , , თამარ კორძაია, , ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე.