ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაიაც გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.
თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.
„არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე!“ – მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგა დარბაზიდან გააძევა.
„დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ!“ – მიმართა ოხანაშვილმა კორძაიას და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გააძევა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის