ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს – ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა.
“შენ ახლა ძალით თავის გაბრაზებებს თავი დაანებე, შენთან საქმე არ მაქვს და არც იმასთან [], თქვენს შემკვეთებთან და დავალების მიმცემებთან. დაწყნარდეს ის ნუ ნერვიულობს [ალეკო ელისაშვილი],“- მიმართა მამუკა მდინარაძემ თურაზაშვილს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მისი კომიტეტის სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 6 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: , , , თამარ კორძაია, და ქეთევან თურაზაშვილი.