ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინა

ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, ს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები – თამარ კორძაია, , გიორგი ვაშაძე და გააძევა.
ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში – ანრი არის არის პირველი მგზავრი აშკარად, ეტყობა რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტიდან გამოძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარი იყო, რისთვის ჩანიშნა მმართველმა პარტიამ კომიტეტის სხდომა, როდესაც საკითხის განხილვისას ისეთი რეგლამენტი დააწესა, როგორიც ეს სესიაზეა დადგენილი, რაც საკითხის შინაარსობრივად განხილვის შესაძლებლობას, კორძაიას შეფასებით, არ იძლეოდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ