ანრი ოხანაშვილი – შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა – უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით

ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით.
,,მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის, შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებობს. ცალკე საკითხი გამოიყო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. ასევე, აქტუალურია საკითხი პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. შვეიცარიული მხარე ამ მიმართულებით დაინტერესებულია და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის, განათლებისა და ეკონომიკური სფეროს მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავება ურთიერთობები. შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.