ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად ინიშნება

ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად ინიშნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი.
„შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა. ახლა რომ არის გაფეტიშებული, მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას, იქნები განსაკუთრებული – ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია

დავით ლორთქიფანიძე „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლზე- სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული. მისმა მეუღლემ მითხრა,- „დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინაო?“ ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა