ანრი ოხანაშვილი – მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი, რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა – შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს

მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს . რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა – შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც სთხოვა, მოუწოდონ კოლეგას, სხდომაზე დაბრუნდეს და საკუთარი სათქმელი თქვას.
„ისე მოუწოდეთ თუ გინდათ ბატონ ალეკოს, მოვიდეს, რისი თქმა უნდოდა, შემოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ხომ მაგარი ბიჭია! მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა, თუ რა პრობლემა ჰქონდა ?! შემოვიდეს! არავითარ ძალადობას არ ვემხრობი და არც იმისთვის ვამბობ, რომ აქ მოვიდეს და რაღაც ვუთხრათ, შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს. შემოვიდეს აქ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.