ანრი ოხანაშვილი – დიდი ხანია კამპანია მიმდინარეობს, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული – სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილია

დიდი ხანია კამპანია მიმდინარეობს, რომ თითქოს, პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული. ეს დეზინფორმაციული კამპანიაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების საზიანოა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება და მათი მხრიდან არაერთი არაობიექტური განცხადება მოვისმინეთ.
„მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ მაშინ, როდესაც დადასტურებულად აღიარებულია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა და ის იხდის სამართლიან სასჯელს არა ციხეში ამ ეტაპზე, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს დეზინფორმაციის კამპანია დიდი ხანია წარმოებს და სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციის კამპანიას , ომში მყოფი ქვეყანა უერთდება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოების ინტერესები ხდება თავდასხმის ობიექტი უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან. ამ დეზინფორმაციულ კამპანიასაც წერტილი უნდა დაესვას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს სწორედ იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სთვის ნიადაგის შემზადებას, რომ ევროპიდან, უკრაინიდან და სხვა კონკრეტული ორგანიზაციებიდან მიღებული გზავნილებით შემდგომ ზურაბიშვილმა თავი იმართლოს, თუ რატომ გახდა საჭირო სააკაშვილის შეწყალება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.