ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს – 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? – მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ

2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ ს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და საზოგადოება მათ არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გაასამართლებს.
„ახლა ვინც გველაპარაკება, 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ეს დარბევიდან მეორე დღეს მოხდა. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? სიმართლე ხომ მწარეა. უნდა ვიცოდეთ, ვინ საუბრობს დემოკრატიაზე, ღალატსა და რუსეთუმეობაზე.
მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ, მაგრამ არჩევნების შემდგომ თქვენთვის ადგილი გამოყოფილი იქნება და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგასამართლებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ