ანი წითლიძე – არ ვიცი, დარბაზიან რის გამო გამომაგდეს – რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ ეს კანონი ბოლომდე უნდა გაიტანონ – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან

გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, ს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ ს ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან გამოაძევა.
წითლიძის შეფასებით, „რუსულ ოცნებას“ არანაირი განხილვა არ აინტერესებს“.
„არაფერი, არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“. არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმის, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს. გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე. მათი მიზანი არ არის, რომ რამე მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ დემაგოგობენ. ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას ამასთან დაკავშირებით, ყველა გამოაძევეს. ამიტომაც საბოლოოდ, სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი“, – აღნიშნა წითლიძემ.
ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.
აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: , , , თამარ კორძაია, და ქეთევან თურაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ