,,ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. ამით ბიძინა ივანიშვილი წერტილს დასვამს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ფიქრობს, რომ ახლა სანქცირებულ კადრებს თავიდან იშორებს:
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები მთავრობიდან მიდიან. როცა ლილუაშვილი გადადგა, მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ გომელაური აუცილებლად წავიდოდა, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. ამით ბიძინა ივანიშვილი წერტილს დასვამს და იტყვის საჯარო მოხმარებისთვის, საერთაშორისოდ, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, მისი პირადი წრიდან წამოსული კადრები მთავრობაშიც კი აღარ არიან, ამიტომ ვინმეს თუ რამე კითხვები აქვს, ვინმესთან რამე სასაუბრო აქვს, რამე გასარკვევი აქვს, უნდა ელაპარაკონ ს. შესაბამისად, ეს ვრცელდება არა მარტო ლაპარაკის ნაწილზე, არამედ სანქცირების ნაწილზეც. ეს ნაბიჯი არაფერ სხვასთან არ არის კავშირში გარდა იმისა, რომ ის ხომ ასე ცხოვრობს, თვითონ რაღაცას მოიგონებს, მერე დაიჯერებს და მერე ჰგონია, რომ თვითონ რომ მოიგონა და დაიჯერა, დანარჩენმა სამყარომაც ასე მოიგონა და ასე დაიჯერა და ახლა ყველა სხვა დანარჩენი უნდა, დააჯეროს, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ