ანექსირებული სევასტოპოლი კვლავ დაექვემდებარა სარაკეტო დარტყმას

1 ივლისს, საღამოს საათებში უკრაინის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქი სევასტოპოლი კვლავ დაექვემდებარა სარაკეტო დარტყმას.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყირიმში მომხდარი აფეთქებებიდან ერთ-ერთი ძლიერი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, იუწყებიან მტაბურ ხანძარზეც. ჯერჯერობით დაუდგენელია კონკრეტულად რომელი ობიექტი იწვის.
ს მიერ დანიშნული სევასტოპოლის ხელმძღვანელი, მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს – “წინასწარი ცნობებით, აკვატორიის თავზე და ბალაკლავის რაიონში ცაში განადგურებულია ოთხი საჰაერო სამიზნე”, თუმცა “სამიზნეთა ნამსხვრევები ჩამოვარდა ბალაკლავის რაიონის სანაპირო ზონაში”. რაზვოჟაევის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტების პროცესშია ინფორმაცია დაზიანებულ სამოქალაქო ინფრასტრუტურაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია სევასტოპოლზე მიტანილ იერიშზე.
ერთი კვირის წინ სევასტოპოლში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი პირი დაიჭრა სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის, ოფიციალური მონაცემებით, სამი ბავშვია, მათ შორის მაგადანის მერის, ოლეგ ავერიანოვის ქალიშვილი. ბავშვები მშობლებთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდნენ.
უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია სევასტოპოლის სანაპიროს დაბომბვაზე. თუმცა აცხადებს, რომ წარმოადგენს საომარი მოქმედებების ზონას და ადგილობრივმა ხალხმა თავი შორს უნდა დაიჭიროს რუსეთის სამხედრო ობიექტებისგან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ