ანდრო ჭიჭინაძე დარბაზს – “გაიგეთ, ახობაძე გაათავისუფლესო?!”

„გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების პარალელურად სინდიდის 11 პატიმრის სხდომა მიმდინარეობდა პირველ დარბაზში.
ვერ აღვწერ რა მოხდა დარბაზში მას შემდგომ, რაც გავიგეთ რომ გიორგი ახობაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატებმა კონცენტრაცია დავკარგეთ. წუთიერად დაგვავიწყდა ის ძალიან კარგი ქალბატონი, რომელიც ექსპერტის სახით იკითხებოდა პროცესზე.
ბიჭების თვალებიდან უსაზღვრო სიხარული იკითხებოდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ჩემს ლეპტოპში ჩართულ ლაივს ბედნიერი სახეებით უყურებდნენ.
ხალხი აიშალა, ყველას გარეთ სურდა გასვლა, შუა პროცესზე კარი არაერთხელ გაიღო და დაიხურა, ხმაური იყო, ტელეფონებიც ახმაურდა, მაგრამ მოსამართლეც ვერ მიუთითებდა ასეთ დროს ვინმეს სიჩუმისკენ.
პროცესი გრძელდებოდა, მოწმე იკითხებოდა, მაგრამ თითქოს ყველაფერი გაჩერებული იყო.
🗣️ ანდრო ჭიჭინაძე დარბაზს – “გაიგეთ, ახობაძე გაათავისუფლესო?!”
🗣️ ლუკა ჯაბუა – “რა მაგარია!”
🗣️ ჯანო არჩაია – “ვიცოდიი”
🗣️ ონისე ცხადაძე – “ბატონო მოსამართლევ, 15 წუთით რომ გამიშვათ სასამართლოს ეზოში?!”
რთულია დღეს ზუსტად ვიცოდეთ რას გრძნობდნენ სინდისის პატიმრები პირველ სასამართლო დარბაზში, მაგრამ ამ გრძნობებს შორის უდაოდ იყო დიდი სიხარული“— წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.