საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, თქვენთან ძირითადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ, ქართული პოლიტიკის საშინაო და საგარეო კონტურებზე იმდენი რამ ხდება, პროკურატურის აქტიურობას ვგულისხმობ, სწორიც იქნება თუ ამ თემით დავიწყებთ საუბარს.
დღე არ გავა რომ პროკურატურა ბრიფინგებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების კორუფციულ ფაქტებზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრების, შემდეგ მათი მოადგილეების კორუფციაში მონაწილეობაზე, გვამცნობს. საქმე იქამდეა მისული მმართველი გუნდის მხარდამჭერებსაც კი უჭირთ იმის აღქმა, თუ რაც ხდება.
თუ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა უნდოდა კორუფციულ ფაქტებზე საგამოძიებო ჟურნალისტები კარგა ხანია საუბრობენ და მათზე არავის რეაქცია არ ჰქონია. დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ რასაც ვადევნებთ თვალს, შიდაპოლიტიკურ გარჩევებსა და კლანებს შორის დაუნდობელ პოლიტიკურ ბრძოლას უფრო გავს.
ზოგი ამბობს, რომ არაა გამორიცხული „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადებოდესო, მაგრამ, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციას დავაკვირდებით, ამგვარი მტკიცების საფუძველიც არ ჩანს.
ძნელად დასაჯერებელია, რომ სახელისუფლებო გუნდში კორუფციული ფაქტების არსებობა „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებაზე უარყოფითად არ მოქმედებდეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით კორუფციულ ფაქტებზე პროკურატურის გახმაურებულ ფაქტებს? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს კორუფციასთან ამგვარი კამპანიური ბრძილის მიზეზი და მიზანი?
– კორუფცია მნიშვნელოვანი საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ამდენად, ზოგადად, კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე ანტიკორუფციულ კამპანიას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს: ეს ფაქტები ჟურნალისტური გამოძიებების თუ არასამთავრობო სექტორის ანგარიშების მიხედვით დიდი ხანია ცნობილი იყო და მათ მიმართ სახელმწიფომ მხოლოდ მაშინ გამოიჩინა სათანადო ყურადღება, როდესაც ეს მმართველი პარტიის ერთ ჯგუფს დაჭირდა მეორის ჩასანაცვლებლად.
კორუფცია მნიშვნელოვანი საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ამდენად, ზოგადად, კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს
შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ მტკიცებულებების შეგროვებას დასჭირდა ეს დრო, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე, რადგან ფაქტების ღია წყაროში გახმაურების დღიდან მედიასთან თუ არასამთავრობო სექტორთან სახელმწიფო უწყებებს არ უთანამშრომლიათ.
უფრო მეტიც, არსებობს მკაფიო აღქმა, რომ სწორედ ამგვარი ფაქტების გახმაურების გამო მოხდა მათი დემონიზაცია და მათთვის „უცხოური გავლენის“ იარლიყის მიკერება, რითაც მმართველმა პარტიამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბენეფიტი მიიღო, ხოლო ქვეყანა საგრძნობლად დაზარალდა უსაფრთხოების თუ რეპუტაციის თვალსაზრისით.
არასამთავრობო სექტორი სწორედ იმიტომ გახდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი, რომ ის ამგვარ ფაქტებს ამხელდა და ხშირად, ამას უცხოური გრანტების საშუალებით აკეთებდა. ბუნებრივია, ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება მმართველი პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აქტუალურს ხდიდა და დასავლეთის კრიტიკასაც იწვევდა, ამიტომაც მოხდა გამომვლენის და დონორის დემონიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან. კორუფციის ფაქტებმა კიდევ უფრო სავალალო რეალობა გამოამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით: პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით ჩანს, რომ კორუფცია მეტასტაზებივით ყოფილა მოდებული მთელ სახელმწიფო აპარატს.
კორუფციის ფაქტებმა კიდევ უფრო სავალალო რეალობა გამოამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით: პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით ჩანს, რომ კორუფცია მეტასტაზებივით ყოფილა მოდებული მთელ სახელმწიფო აპარატს
თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ აპარატურაზე შოულობდნენ ფულს, თავდაცვის მეორე მინისტრი, მანამდე და შემდგომში – პრემიერ მინისტრი წლების მანძილზე იღებდა უკანანო შემოსავლებს და ათეთრებდა მათ. წესით, ეს ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა აღმოეჩინა, მაგრამ თურმე ამ უწყების მაშინდელი ხელმძღვანელობა, ყოველ შემთხვევაში, მისი უახლოესი გარემოცვა გორში არსებულ ფალსიფიცირებული ალკოჰოლურ სასმელების საწარმოს „პატრონობდა“, რომელიც, თავის მხრივ, აშკარად პრორუსული ტელევიზიის დამფუძნებელს ეკუთვნოდა.
წესით, ეს ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა აღმოეჩინა, მაგრამ თურმე ამ უწყების მაშინდელი ხელმძღვანელობა, ყოველ შემთხვევაში, მისი უახლოესი გარემოცვა გორში არსებულ ფალსიფიცირებული ალკოჰოლურ სასმელების საწარმოს „პატრონობდა“, რომელიც, თავის მხრივ, აშკარად პრორუსული ტელევიზიის დამფუძნებელს ეკუთვნოდა
აღარაფერს ვამბობ ხიდების, ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, სკოლების უხარისხოდ მშენებლობაში არსებულ კორუფციულ თანხებს, რომელებიც თურმე მმართველი პარტიის დაფინანსებას ხმარდებოდა.
ეს არის ის სავალალო რეალობა, რომელიც პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს და რომელმაც საქართველოს უსაფრთხოების ნიშნული, ბუნებრივია, დაბლა დასწია.
– კორუფციასთან ბრძოლის მოტივით საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ეკრძალებათ ორ ადგილზე მუშაობა. ეს ეხება არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულ პროფესორებსა და ლექტორებს, არამედ სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულ დაცვის თანამშრომლებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ.
ამ ტიპის საკითხების გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება რომ იზრდება საკმაოდ ცხადადაც კი ჩანს და გაუგებარია ამგვარი ნაბიჯებით რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება. ადამიანები რამდენიმე ადგილზე რომ ცდილობენ დასაქმებას ეს უპირველესად იმას ნიშნავს რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ქვეყანაში დაბალი ხელფასებია.
თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების ეს ინიციატივები და თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიზეზი და მიზანი?
– აქ საკითხი გაცილებით უფრო მარტივადაა. ევროპული გზის საბოტაჟს, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრას, დემოკრატიის ჩამოშლას და ავტოკრატიის კონსოლიდაციას უკანასკნელი წლების მანზილზე სტუდენტები და უნივერსიტეტებში არსებული პროფესურა დაუპირისპირდა.
როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ კარგად შეაფასა აღნიშნული საფრთხე და მომდევნო გამწვავებამდე ამ საკითხის გადაჭრას ეცდება. საჯარო მოსამსახურისთვის შეთავსებით მუშაობისთვის სპეციალური ნებართვაც მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ზრდას ემსახურება: ბუნებრივია, ხელმძღვანელისგან ამ ნებართვას მიიღებენ „კეთილსაიმედო“ მოხელეები, ხოლო აქა-იქ შერჩენილი სხვაგვარადმოაზროვნენი ამ ბენეფიტის გარეშე დარჩებიან.
საჯარო მოსამსახურისთვის შეთავსებით მუშაობისთვის სპეციალური ნებართვაც მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ზრდას ემსახურება: ბუნებრივია, ხელმძღვანელისგან ამ ნებართვას მიიღებენ „კეთილსაიმედო“ მოხელეები, ხოლო აქა-იქ შერჩენილი სხვაგვარად მოაზროვნენი ამ ბენეფიტის გარეშე დარჩებიან
ნებისმიერი ავტოკრატია ხელისუფლებაში საარჩევნო პერიოდზე დიდი ხნით ყოფნას ისახავს მიზნად და სწორედ ამიტომ, მმართველი პარტია ცდილობს საჯარო სამსახურიც და საგანმანათლებლო პროცესიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგოს.
– მიუხედავად იმისა რომ საქართველოსთან დაკავშირებით „ევროკომისიის ანგარიში საკმოაზ ემეტად კრიტიკული იყო, სახელისუფლებო გუნდი აგრძელებს მტკიცებას რომ მას ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს.
ამის პარალელურად მათგანვე დროგამოშვებით გვესმის მსჯელობა და საუბარი იმაზე, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი, ისეთი აღარაა, ცოტა ხნის წინ რომ იყო. ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს, საქართველოს კი ევროპასთან შედარებით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს.
ევროკომისიის პრესსპიკერი გიომ მერსი ამბობს რომ „საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოს
ხელისუფლებასთან, ევროკომისიას პოლიტიკური კონტაქტები შემცირებული აქვს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რაზეც ხელისუფლება საუბრობს?
– დღევანდელი მოცემულობით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას თავად ევროპის კავშირი და წევრი სახელმწიფოები აფასებენ როგორც კატასტროფულს, ხოლო კანდიდატის სტატუსს- მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილს. ამ პირობებში რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია.
როგორც ჩანს, ხელისუფლება მოელის, რომ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიმარჯვებს ორბანის მსგავსი მმართველობა, რაც ვითარებას მის სასარგებლოდ შეცვლის, თუმცა ეს ან ძალიან გულუბრყვილო მოლოდინია, ან მტრული ძალების მიერ თავსმოხვეული.
როგორც ჩანს, ხელისუფლება მოელის, რომ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიმარჯვებს ორბანის მსგავსი მმართველობა, რაც ვითარებას მის სასარგებლოდ შეცვლის, თუმცა ეს ან ძალიან გულუბრყვილო მოლოდინია, ან მტრული ძალების მიერ თავსმოხვეული
დღევანდელი ტრაექტორიით საქართველო ევროპას არ უახლოვდება, პირიქით, შორდება, რაც მას ავტომატურად აახლოვებს რუსულ ორბიტასთან.
რომელი მდგომარეობა უფროა სუვერენიტეტის დაკარგვა, რომელ ფორმატში უფრო დაცულია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
დღევანდელი ტრაექტორიით საქართველო ევროპას არ უახლოვდება, პირიქით, შორდება, რაც მას ავტომატურად აახლოვებს რუსულ ორბიტასთან
– საშინაო პოლიტიკაში ვითარება საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება. ხელისუფლების დღის წესრიგი მკაფიოდ ჩანს, ვულისხმობ საპროტესტო აქციების რუსთაველზე შეწყვეტის მცდელობას. გზის გატაკეტვისთვის დაწესებულმა 5 ათასიანმა ჯარიმებმა მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავა, მაგრამ, დაკავებულების რიცხვმა იმატა, ახლა კი ხელისუფლება საპოლიციო ძალების საშუალებით თავად კეტავს პროსპექტს.
პარტიების აკრძალვის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ასევე ოპოზიციის ლიდერებისთვის ახალი ბრალდებებისა და ჯარიმების წაყენება პოლიტიკურ პროცესის გაუმჯობესებას რა სარგებელსა და რა დადებით დინამიკას შესძენს არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გუნდის „მეორე შემადგენლობა“ პარლამენტში შევიდა, პროკურატურა ყოფილი პრემიერმინისტრის და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს – მას 13-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩანს ის, რომ ოპოზიციას, ხელისუფლებისგან განსხვავებით არ აქვს სამოქმედო გეგმა, ანუ პოლიტიკურ დღის წესრიგს მმართველი გუნდი აყალიბებს და არა ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმშია.
იმ დინამიკას, რა ტრაექტორიითაც ახლა მოძრაობს საშინაო პოლიტიკაში პროცესი, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ერთი მხრივ ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ დაქსაქსული ოპოზიცია?
– მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა სურს, რა ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“. მისი ინტერესი რუსეთში შესვლა კი არ არის. სხვა საკითხია, რომ საშინაო, საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკა, რასაც მმართველი პარტია აწარმოებს, რუსეთს საქართველოს გასროლის გარესე ოკუპაციის შანსებს უზრდის, არამედ იმ „საფრთხის“ ნეიტრალიზაციაა, რასაც დემოკრატია უქადის ნებისმიერ ავტოკრატიის მსურველს.
სხვა სიტყვებით, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან თანამშრომლობა უნდა, ოღონდ საკუთარი პირობებით, რაც ხელისუფლებაში ხანგრძლივი ვადით ყოფნას და უკონკურენტო გარემოში არსებობას გულისხმობს. ბუნებრივია, ევროპის კავშირისთვის ეს მიუღებელია, ამდენად, მმართველი პარტიისთვის თავად ეს კავშირი გახდა მიუღებელი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა სურს, რა ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ინტერესი რუსეთში შესვლა კი არ არის. საშინაო, საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკა, რასაც მმართველი პარტია აწარმოებს, რუსეთს საქართველოს გასროლის გარესე ოკუპაციის შანსებს უზრდის, არამედ იმ „საფრთხის“ ნეიტრალიზაციაა, რასაც დემოკრატია უქადის ნებისმიერ ავტოკრატიის მსურველს
ახლა, როდესაც დასავლეთთან კონტაქტები ნულამდეა დაყვანილი, ხელისუფლება ეცდება პოლიტიკური ველი მოასუფთავოს პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ოპოზიციური ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსული ტრაექტორიის მქონე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ნეიტრალიტეტის მოთხოვნით ან კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებით მოახდენს მომხრეთა კონსოლიდაციას.
ამ ფორმით მმართველი პარტია შეეცდება დასავლეთს კიდევ ერთხელ შესთავაზოს „სუფთა ფურცლიდან დაწყება“. ეს ერთგვარი შანტაჟიც იქნება, რადგან „ოცნების“ აზრით, მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ნეიტრალიტეტის მომხრე ოპოზიციის გაძლიერებას მოემსახურება.
საერთო ჯამში ეს განვითარება საქართველოს იმუნიტეტს გარე საფრთხეები მიმართ კიდევ უფრო დაასუსტებს და უსაფრთხოების დონეც კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვა.
ახლა, როდესაც დასავლეთთან კონტაქტები ნულამდეა დაყვანილი, ხელისუფლება ეცდება პოლიტიკური ველი მოასუფთავოს პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ოპოზიციური ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსული ტრაექტორიის მქონე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ნეიტრალიტეტის მოთხოვნით ან კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებით მოახდენს მომხრეთა კონსოლიდაციას
ერთადერთი რეაქცია, რაც დასავლეთს ამგვარ მოქმედებებზე და უკვე დაკანონებულ ავტოკრატიაზე შეიძლება ჰქონდეს, საქართველოსადმი ინტერესის კლება და „სტრატეგიული უმნიშვნელობის“ ფაზის დადგომა იქნება. აბსურდული და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელია ამგვარი პოლიტიკის წარმოება მხოლოდ იმის იმედად, რომ ვინმეს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა სჭირდება და ამიტომ მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხარ.
ბუნებრივია, დემოკრატიის არარსებობას ვგულისხმობ და არა ტრადიციული ღირებულელების ერთგულებას, რისი უპირობო დამცველიც, თუ ფაქტებიტ ვისაუბრებთ, სწორედ დასავლეთია და არა რუსეთი.
– გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის ექს-მინისტრმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა შოიგუმ შეაქო საქართველოს ხელისუფლება იმის გამო რომ თბილისი ევრორეკომენდაციებს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს, რაზეც იგი ამბობს რომ „საქართველოს ამგვარი ქცევა, დასაფასებელია“.
როგორადაც არ უნდა ამტკიცოს რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ რომ „დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ჩვენთვის ეს მიდგომა უცხო და მიუღებელიაო“, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შედეგებს ლამის ყოველ დღე ვადევნებთ თვალს.
ამ თვალსაზრისით თქვენ რას მიიჩნევდით საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის უკვე ხელშესახებ შედეგად, რაზეც ქალბატონი ზახაროვა ამბობს, რომ „რუსეთისთვის უცხო და მიუღებელიო?
– სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ეტაპზე მიზანს მიაღწია: ძირი გამოუთხარა საქართველოში დემოკრატიას, რითაც შეაფერხა საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი, შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მოახდინა საქართველოს ჩამოშორება აღმოსავლეთევროპული ტრიოსგან და მისი დაბრუნება სამხრეთკავკასიურ კალათაში.
აღნიშნულმა განვითარებამ საქართველო გაცილებით უფრო მოწყვლადი გახადა არამარტო რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ. ბუნებრივია, ეს მოცემულობა ართულებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საქართველოსთვის დასავლური პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური მხარდაჭერის მიღებას, რის ფონზეც, მისთვის ხელსაყრელ დროს სამხედრო მუქარის გაჟღერებით ან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით რუსეთი შეეცდება საქართველოს აიძულოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება. რაც იმთავითვე რუსეთის სასარგებლოდ სუვერენიტეტის დათმობას უტლოდება, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად რომელიმე ფორმატში გაწევრება.
სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ეტაპზე მიზანს მიაღწია: ძირი გამოუთხარა საქართველოში დემოკრატიას, რითაც შეაფერხა საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი, შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მოახდინა საქართველოს ჩამოშორება აღმოსავლეთევროპული ტრიოსგან და მისი დაბრუნება სამხრეთკავკასიურ კალათაში
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა დაკარგულია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო ახლა უფრო შორსაა დასავლეთისგან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ინტეგრაციის მიზნის გაცხადების შემდგომ.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ევროპულ სტრუქტურებთან თავსებად საკანონმდებლო ბაზას, სამწუხაროდ, ისინი ხელახლა იქნება ასაშენებელი, ეს კი პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად რეფორმების ბოლომდე არმიყვანამ გამოიწვია.
– გასულ კვირას ევროპული კვლევები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საწარმოებლად რუსეთმა ევროპაში შექმნა აგენტურული ქსელი.
იმავე კვლევის თანახმად, ქსელი აერთიანებს სამთავრობო უწყებებსა და ორგანიზებულ დანაშაულს, ხოლო დივერსიული აქტების განსახორციელებლად ქირაობენ რუსულენოვან მამაკაცებს კრიმინალური წარსულით.„კვლევა აჩვენებს, რომ ჰიბრიდული ოპერაციები არა გვერდითი თეატრი, არამედ რუსული სტრატეგიის ცენტრალური საყრდენია“.
მკვლევარებმა რუსეთის ეს ტაქტიკა შეადარეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ტერორისტული დაჯგუფების მიდგომას, რომელმაც დაიქირავა „ყოფილი დამნაშავეები, რომლებიც შემდეგ ძალადობრივ თავდასხმებს ახორციელებდნენ“.
მათივე მტკიცებით, „დღეს ევროპაში ახალი დანაშაულებრივ-ტერორისტული კავშირი გაჩნდა – ამჯერად სახელმწიფო აქტორის – რუსეთის მიერ ორგანიზებული“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსების მიერ ევროპაში ჰიბრიდული ომის საწარმობლად უკვე შექმნილი ქსელები საქართველოშიც არსებობდნენ და მოქმედებდნენ?
– დიდი ხანია რუსეთის მოქმედებები არაფრით განსხვავდება ტერორისტული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი მოქმედებებისგან. ჰიბრიდული ომის კრემლისეული ტაქტიკა კი პირდაპირ ტერორისტულ მიზანს ემსახურება, რაც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ძალადობრივ მეთოდებს გულისხმობს, ძირითადად არასამხედრო სამიზნეებზე, სამოქალაქო მოსახლეობაზე შეტევის გზით.
პოლარიზაციის გაღრმავებით, რწმენის, კონსერვატიული ღირებულებების, ტრადიციების მანიპულაციურად გამოყენებით კრემლი ცდილობს დემორკატიის ძირის გამოთხრას და სადაც შესაძლებელია, მისი ავტოკრატიული რეჟიმებით ჩანაცვლებას
ზოგადად, რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე სწორედ ადამიანის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტებია: კრემლი ცდილობს საკვებზე, ჯანდაცვაზე, ენერგიასა თუ ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით, მანიპულირებით მოახდინოს სამიზნე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მის სასარგებლოდ მართვა.
ამას ემატება დივერსიები, საბოტაჟი, ტერორისტული აქტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში, თუნდაც აეროპორტების უსაფრთხოების ხელყოფა დრონებით. ეს ყველაფერი შიშის, პანიკის დათესვას ემსახურება.
მეორე მხრივ, პოლარიზაციის გაღრმავებით, რწმენის, კონსერვატიული ღირებულებების, ტრადიციების მანიპულაციურად გამოყენებით კრემლი ცდილობს დემორკატიის ძირის გამოთხრას და სადაც შესაძლებელია, მისი ავტოკრატიული რეჟიმებით ჩანაცვლებას.
– საინფორმაციო და სააზროვნო სივრცეში არ ცხრება მსჯელობა და კამათი არაბული კომპანია Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის გარშემო.
ამ პროექტის აქტიური მოწინააღმდეგეები ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საფრთხეებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას და პირდაპირ ამბობენ, რომ კრწანისსა და გინიოში დაახლოებით 800 ჰექტარი მიწინ არაბული კომპანიისთვის გადაცემა წლების შემდეგ იდენტობისა და დემოგრაფიულ პრობლემებს შექმნის.
თითქოს ყველა თანხმდება, რომ არაბული კომპანი Emaar-თან გაფორმებული შეთანხმება გასაჯაროვდეს, მაგრამ, ამ მოთხოვნას ხელისუფლება არ იმჩნევს და არც იმის მოლოდინი არ არსებობს, რომ შეთანხმება გასაჯაროვდება. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აჩენს.
თქვენ როგორ შეაფასებდით არაბული კომპანია Emaar-თან გაფორმებულ შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს?
სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ აპირებს Emaar-თან გაფორმებულ შეთანხმების გასაჯაროებას?
– ბუნებრივია, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებზე მსჯელობა გართულებულია სწორედ იმიტომ, რომ არ გვაქვს ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, ეს კი დამატებით კითხვებს წარმოშობს როგორც ანტიკორუფციული, ასევე დემოგრაფიული თუ სხვა სახის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
თავად განსაჯეთ, თუკი აქამდე არსებული პროექტების ნახევარზე მეტი, ხელისუფლებისვე განცხადებით, კორუფციული თვალსაზრისით პრობლემური იყო, ახლა რატომ უნდა დავიჯეროთ ამ მასშტაბის ინვესტიციის სისუფთავე, როდესაც პროცესი არათუ გამჭვირვალე არის, არამედ სრულიად გასაიდუმლოებულია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




