უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი ჰიბიჰას ინფორმაციით, ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ ყირიმელი თათრების გენოციდი აღიარა. საუბარია 1944 წლის დეპორტაციზე НКВД-მ [საბჭოთა კავშირის კომპარტიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა] განახორციელა.
“მადლობელი ვარ ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1944 წელს ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ. ეს არის ძლიერი სოლიდარობის ჟესტი ყირიმელი თათრების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან დევნას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.
ამ ისტორიული უსამართლობის აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმართლისა და სამართლიანობისთვის, არამედ მომავალი სისასტიკის თავიდან ასაცილებლადაც. მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ ისინი გახდნენ მეშვიდე ქვეყანა უკრაინის შემდეგ, რომელმაც ეს დანაშაული გენოციდად აღიარა. სხვა ქვეყნებსაც იგივესკენ მოვუწოდებ. ეს არის სწორი საქციელი”, – წერს სიბიჰა X-ზე.
აქამდე ყირიმელი თათრების გენოციდი აღიარებული აქვს შემდეგ ქვეყნებს: უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და კანადა.
