ანდრია ჯაღმაიძეს რუსეთთან თანამშრომლობაში ამხელენ – რას ამბობენ საპატრიარქოდან დევნილი სასულიერო პირები (ვიდეო)

სა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შემდეგ, სანქციების მოთხოვნა ახლა საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, მამა ანდრია ჯაღმაიძესაც შეეხო.

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა  „შაბათის ეთერთან“ განაცხადა, რომ ჯაღმაიძე, როგორც მოსაყდრე შიოს უახლოესი გარემოცვის წევრია, მოქმედებს ს ინტერესების სასარგებლოდ, და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მისი სახელი სანქცირებულ პირთა სიაში შეიტანონ, სადაც უკვე ფიგურირებენ ივანიშვილი და ფარცხალაძე.

მამა დოროთე ყურაშვილი და არქიმანდრიტი ილია თოლორაია აცხადებენ, რომ საპატრიარქოს შიდა დაჯგუფებების მხრიდან დევნას განიცდიან. ყურაშვილი უკვე ზემო ბეთლემის ტაძრის სამღვდელო საქმიანობიდან ჩამოაშორეს, ხოლო თოლორაიას ეკლესიაში მსახურების უფლება ჩამოართვეს – მას ლოცვების აღავლენა, ზიარებისა და ნათლისღების შესრულება აეკრძალა.

ორივე სასულიერო პირის თქმით, მათი დასჯის მიზეზი საჯარო პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა გახდა, მათ შორის – საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და პოლიტიკური რეპრესიების დაგმობა.