ანდრეს ინიესტა – ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში

ბარსელონას ლეგენდა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ანდრეს ინიესტა პერუში ფინანსური თაღლითობის სკანდალში გაეხვა. ადგილობრივი პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის ცენტრშიც ინიესტას კომპანია “არასდროს თქვა არასდროს” (NSN) და მისი სამხრეთამერიკული ფილიალი აღმოჩნდა.
41 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს ბრალად ედება მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რომელმაც პერუელ ბიზნესმენებს 600 ათას დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. პროკურორების ცნობით, ინვესტორები კომპანიაში გარკვეულ თანხას დებდნენ სპორტული და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, თუმცა პროექტების უმეტესობა ჩაიშალა, ხოლო ფული – გაუჩინარდა.
სასამართლოში კომპანიამ Gucho Entertainment SAC-მა და სხვა ინვესტორებმა სარჩელი უკვე შეიტანეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინიესტას სახელი და იმიჯი გამოიყენეს გარანტიის სახით ღონისძიებებისთვის დაფინანსების მოსაზიდად. ორგანიზატორები, NSN-ი და მისი ფილიალი დაპირებულ ღონისძიებებს ვერ ასრულებდნენ და ინვესტორების კაპიტალი არ დაუბრუნებიათ.
ინვესტიციები, დაპირებები და ჩავარდნილი ფესტივალების პროექტების სერია 2023 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ინიესტამ პაულ ვალდერამა რუბიოსთან და კარლოს გომეს პინტორთან ერთად დააარსა – NSN South America. ფეხბურთელი თავადაც მონაწილეობდა კომპანიის პოპულარიზებაში, რაც, გამოძიების ვერსიით, გამოყენებულ იქნა ადგილობრივი ბიზნესმენების დასარწმუნებლად.
NSN South America გეგმავდა მასშტაბურ ღონისძიებებს, მათ შორის: Upa Upa Fest — ერთადერთი ღონისძიება, რომელიც მაინც გაიმართა, თუმცა ფინანსურად წარუმატებლად. ამხანაგური მატჩი პერუს “სენსიანოსა” და ეკვადორის “ელ ნასიონალს” შორის. K-Pop Music Fest და ლეგენდების მატჩი პერუსა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. შედეგად, მხოლოდ პირველი ფესტივალი შედგა, თუმცა ზარალმა დანარჩენი ღონისძიებების გაუქმება გამოიწვია.
გაკოტრება და ბრალდებები:
2024 წლის ივნისში NSN South America გაკოტრებულად გამოცხადდა და ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის გამოძიება უკვე მიუთითებდა ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და ამასთან ერთად ანგარიშებს, რომლებიც არასდროს ყოფილა აქტიური. ერთ-ერთი დაზარალებული, ივან პეტროცი, ამტკიცებს, რომ 35 ათასი დოლარი ჩადო ამხანაგური მატჩის ორგანიზებაში, რომელიც “ბარსელონასა” და “სპორტინგ კრისტალს” შორის მაიამიში უნდა გამართულიყო. სხვა ინვესტორები, ხუან მანუელ ვარგას ალვა და ხორხე ალბერტო იანიეს ხილსი აცხადებენ, რომ ჩადებული თანხები (15,000 და 14,850 დოლარი) უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პერუს პროკურატურის ცნობით, NSN South America-ს ფინანსური ანგარიშის დეტალური აღწერა არსადროს წარმოუდგენია, ხოლო ინიესტას მთავარი კომპანია უშუალოდ უკავშირდება სავარაუდო თაღლითურ სქემას. ამ დრომდე არცერთ ფიგურანტს არ მიუცია ჩვენება. ინვესტორების განცხადებით, ინიესტას სახელი და რეპუტაცია სწორედ იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ მათთვის სანდოობის შთაბეჭდილება შეექმნათ. შედეგად კი, დაკარგული ფული, გაუქმებული ღონისძიებები და გაკოტრებული ფირმა დარჩათ.
· გიგა მე მგონი ჩემს გარდა, ყველა თაღლითია!
“ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის” – 64 წლის ასაკში “ვალენსიას” ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
“ასე არ შეიძლება” – “კაირათის” მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა