ანდრეი შევჩენკო შეიძლება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახდეს

11 დეკემბერს ანდრეი შევჩენკო ოფიციალურად წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნლისტი იგორ ბურბასი თავისი ტელეგრამ-არხით ავრცელებს.
კანდიდატად რეგისტრაციისთვის შევჩენკოს ოცდაშვიდი მუდმივი წევრიდან მინიმუმ ცხრის შესაბამისი განცხადება სჭირდება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 26 დეკემბერია.
უკრიაინის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ანდრეი პაველკო და გენერალური მდივანი იური ზაპისოცკი ამჟამად დაკავებული არიან. მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.