ანდრეი სიბიგა – უნგრეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს

უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„მას საპროტესტო ნოტა გადაეცა უნგრეთის მიერ ში მცხოვრები უნგრული უმცირესობის, განსაკუთრებით კი უნგრული წარმოშობის ჩვენი დამცველის დისკრიმინაციის საპასუხოდ, რომელსაც წინაპრების ქვეყანაში შესვლა აეკრძალა“, – წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, უნგრეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს.
„მოვუწოდებთ უნგრეთს, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და ამის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს, რისთვისაც უკრაინა მზადაა“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ეხმაურება.
„ნავთობსადენზე თავდასხმა, რომლის გარეშეც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება შეუძლებელია კონსტრუქციული დიალოგის ნაწილია?“- წერს სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება