ანდრეი სიბიგა – ს ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ – მსოფლიოს მოვუწოდებთ, რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს

რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
ანდრეი სიბიგა ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „29 დეკემბრის ღამეს, ს რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“.
„რუსეთის მანიპულაციები „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მიზეზით არის გამოგონილი: ზე რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის ცრუ საბაბისა და ყალბი გამართლების შესაქმნელად, ასევე, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“, – წერს სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, -ის ხელმძღვანელობით და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია.
„მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს“, – აცხადებს სიბიგა.