ანდრეი სიბიგა – რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებზე მკაცრ საერთაშორისო რეაქციებს მოვითხოვთ

რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებზე მკაცრ საერთაშორისო რეაქციებს მოვითხოვთ, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.
“რუსეთმა, სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი მოკლა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა. რაც არ უნდა ეთქვა პუტინს ალასკაზე, მისი რეალური ქმედებები დიპლომატიას, დიალოგსა და მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ძალისხმევას უარყოფს”, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, “ს მიერ დიპლომატების მიზანში ამოღება ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს”.
ში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა. ეს ევროკავშირისა და მთელი მსოფლიოს მიერ მკაცრად დაგმობას მოითხოვს. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სოლიდარობას ვუცხადებთ და დახმარებისთვის მზად ვართ”, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.