ანდრეი სიბიგა – როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტა“ ფარსი აღმოჩნდა – რუსული ძალები ფრონტის ხაზზე შეტევას აგრძელებენ

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტა“ ფარსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი სამხედრო მონაცემებით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსული ძალები ფრონტის ხაზზე შეტევას აგრძელებენ. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმითი ოპერაცია განახორციელა“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ -სა და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას უზიარებს.
„უკრაინა კვლავ მზადაა 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მიღებისთვის, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ რეალური გზების პოვნას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.