ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს – უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება თქვენგან იმის მითითება, რა უნდა გააკეთოს, ან თქვას და როდის

უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება თქვენგან იმის მითითება, რა უნდა გააკეთოს, ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი, უნგრეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.
„უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი სგან, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან. “ყოველთვის მხარს ვუჭერდით სა და უნგრეთს შორის მეგობრობას. ახლა კი “დრუჟბას” [მეგობრობის] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას პიტერ სიიარტო გამოეხმაურა და ზელენსკი უნგრეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. „ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.