მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კაია კალასს ვესაუბრე, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ უახლესი საერთაშორისო მოვლენები და კოორდინირებული ნაბიჯები განგვეხილა. მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ანდრეი სიბიგას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსაც ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, შესაძლოა, 24 თებერვალს ევროკავშირმა უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყოს.
