ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, დღეს დილით თურქეთში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ს შეხვდა.
„ჩვენი შემდგომი ნაბიჯების, -თან თანამშრომლობისა და სა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელების შესახებ შევთანხმდით“, – წერს ანდრეი სიბიგა.
შეგახსენებთ, დღეს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კი რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზნით თურქეთში იმყოფება. ანდრეი სიბიგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს უკვე შეხვდა.