ანდრეი სიბიგა “ბუფერული ზონის” შექმნაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე – პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს

ვლადიმერ პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს და აჩვენებს, რომ ის იყო და რჩება ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მკვლელობები გრძელდება, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ს პრეზიდენტის, ს განცხადებას სთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შექმნასთან დაკავშირებით.
„მსოფლიოს შევახსენებ, რომ პუტინის განცხადებები „ბუფერული ზონის“ შესახებ სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის, მკვლელობების შეჩერებისა და მშვიდობის ხელშეწყობის აქტიური მცდელობების ფონზე გაკეთდა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება. “უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია