ანდრეი სიბიგამ და კაია კალასმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით ,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე სამი საკითხი: სამშვიდობო ძალისხმევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან, რომელიც სამ ძირითად თემას შეეხო. პირველი, სამშვიდობო ძალისხმევა და მისი დაჩქარების გზები -სა და ევროკავშირის ჩართულობით. მეორე, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა, კერძოდ, ძლიერი მე-20 პაკეტის სწრაფი მიღება, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის საზღვაო მომსახურების გაწევის აკრძალვა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ყველა საჭირო სამუშაო“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეათანხმეს ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან და -ევროკავშირის მომავალ კონტაქტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.