ანდრეი რუდენკო – რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი მოგვარებით – ვიმედოვნებთ, კიევი სტამბოლის მოლაპარაკებებს სერიოზულად მიიღებს

რუსეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებს სერიოზულად მიიღებს და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას გამოიყენებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.
„რუსეთი დაინტერესებულია ში კონფლიქტის სწრაფი მოგვარებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც 10 მაისს წამოაყენა ინიციატივა კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ კიევის ხელისუფლება ამჯერად სერიოზულად მიიღებს ამ მოლაპარაკებებს და გამოიყენებს შესაძლებლობას კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მისაღწევად“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება. მოლაპარაკებებზე მოსკოვი წარადგენს ე.წ. „მემორანდუმს“ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!