ანდრეი ერმაკი – სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს

დღეს, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი X-ზე წერს.
„დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს“, – წერს ანდრეი ერმაკი.
მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს.
„ჩვენ პასუხს ველით. ბურთი ს მოედანზეა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს