ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმას.
„რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყა. 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ახლომდებარე საცხოვრებელი შენობები განადგურდა. ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია და ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი შეჩერება არ მოხდება“, – წერს ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის წინაშე უნდა აღმოჩნდეს, რათა ომის წარმოების უნარი დაკარგოს.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს 8-ჯერ დაარტყეს.
