ანდრეი ერმაკი – მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინა ამ ომში არ მარცხდება და რუსეთი არ იმარჯვებს

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ამ ომში არ მარცხდება და არ იმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მყარად ვდგავართ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოთ, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თქვენ დაინახავთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთანაც გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, რადგან ძლიერები ვართ და დარწმუნებულები ვართ იმაში, რაც გვსურს. ჩვენ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ერმაკის თქმით, ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრა „ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი“ იყო.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სტივ უიტკოფს გუშინ შეხვდა.
ერმაკის ცნობით, შეხვედრაზე უიტკოფს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ აცნობა და იგი უკრაინაში მიიწვია.