ანდრეი ერმაკი – ევროკავშირმა, ელჩების დონეზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა – ვუჭერთ ხრახნებს ეტაპობრივად

ევროკავშირმა, ელჩების დონეზე, ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სანქციები მოიცავს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის აკრძალვას, რუსულ ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესებას, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან კიდევ 105 ტანკერის დასანქცირებას.
ამასთან, ერმაკის განმარტებით, სანქციები ითვალისწინებს რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას.
„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების – რაც დარტყმაა კრემლის ელიტისთვის. კიდევ 22 რუსული ბანკისთვის SWIFT-ის სრულ აკრძალვას – ფაქტობრივად, ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას. მესამე ქვეყნების იმ ფინანსური ოპერატორების აკრძალვას, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის შეზღუდვები – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამრეწველო საქონელი და ტექნოლოგიები რუსეთში აღარ მოხვდება. სანქციები დაეკისრება 22 ორგანიზაციას, როგორც რუსულ, ასევე უცხოურს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარებიან. სანქციები დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც რუსეთში უკრაინელი ბავშვების იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში არიან ჩართულები. ვუჭერთ ხრახნებს ეტაპობრივად,“- წერს ერმაკი.