ანა წითლიძე – 100 000 მოქალაქე, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და აპროტესტებდნენ რეჟიმის მმართველობას, საკმარისია იმისთვის, რომ ორ საათში ეს რეჟიმი არ არსებობდეს

50-100 ათასი მოქალაქე, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და აპროტესტებდნენ რეჟიმის მმართველობას, საკმარისია იმისთვის, რომ ორ საათში ეს რეჟიმი არ არსებობდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძე 4 ოქტომბერს ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა სხვა სივრცე ჩაკეტა, რის გამოც პროტესტის სცენარი მხოლოდ ქუჩას უკავშირდება.
„ჩვენ ვუყურებთ სცენარს მხოლოდ ქუჩაში. ქუჩაში ვუყურებთ სცენარს იმიტომ, რომ რეჟიმმა ყველა სივრცე ჩაკეტა. როგორ ვუყურებთ 4 ოქტომბერს: საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმს, არ ვსაუბრობთ მხოლოდ რუსთაველზე დგომაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ 50-100 ათასი მოქალაქე, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და აპროტესტებდნენ რეჟიმის მმართველობას, ეს მოქალაქეები საკმარისია იმისთვის, რომ ორ საათში ეს რეჟიმი არ არსებობდეს. ეს არის ჩვენი გეგმა”, – განაცხადა წითლიძემ და კითხვაზე, რას გულისხმობს, უპასუხა, რომ ყველაფერს, „მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობა გამოვიყენოთ“.
მისივე თქმით, წინა აქციების გამოცდილებამ აჩვენა, როგორც მათი მხრიდან დაშვებული შეცდომები, ისე ხელისუფლების სისუსტეები.
წითლიძის თქმით, 2000 სპეცრაზმელი ასიათასობით მოქალაქეს ვერ მოერევა.
„ის კი არა, რომ ერთ და ორს, რომ აკავებენ და შორიდან ვუყურებთ, არა! იმას, რომ სპეცრაზმს შესაძლებლობა არ მივცეთ, თუ გაბედავენ! ერთ მუშტად შეკრულ მოქალაქეების წნეხს, 2000 და 3000 ლარიან ხელფასზე ჩამოკიდებული სპეცრაზმი, ვერ გაუძლებს.
ამ აქციების დროს დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვნახეთ სად დავუშვით შეცდომა, ვნახეთ სად არის რეჟიმის სისუსტე. თუ სპეცრაზმი გაბედავს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე დაშალოს და ხელი აწიოს, ჩვენ მშვიდად და წყნარად, როგორც ერთი სხეული …. როგორ წარმოგიდგენიათ, 2000 სპეცრაზმელი მოერევა ასიათასობით მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს? ახლა, რასაც ჩვენ ვამბობთ მსგავსი არ გვინახავს.
როდესაც ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს,რომ საბრძოლველად უნდა გამოვიდეთ, ვგულისხმობთ მშვიდობიანი წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გავაგდოთ – ჩვენ ვეუბნებით, რომ სპეცრაზმს არ უნდა ჰქონდეს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის გაბედავს და ხელს მოუქნევს საქართველოს მოქალაქეს, ის საქართველოს მოქალაქე მარტო არ დარჩება“,- განაცხადა წითლიძემ.
ამასთან, წითლიძემ ს მიერ „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ბოლომდე გაგაბანძოს“.
წითლიძის თქმით, მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში ყოველთვის პოულობს ვიღაცას, როდესაც მას მაშველი რგოლი სჭირდება. წინა საარჩევნოდ მაშველი რგოლი და „ტროას ცხენი“ ნიკა გილაური იყო შემოსული, რომელიც კონკრეტულ კამპანიას აფინანსებდა, კონკრეტული კოალიციას, ახლა, სამწუხაროდ მოჩანდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და გახარია. გახარიასთან ყველაფერი მაქვს გარკვეული, შესაბამისად მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჩემთვის ის „ტემუდან“ გამოწერილი „ქოცია“. მაგრამ, ხაზარაძე-ჯაფარიძეს და „ლელოს“ რასაც ვუყურებ, მათ ადგილას მტერს არ ვუსურვებდი ყოფნას. იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოგიყენოს იმისათვის, რომ ეს გაგიკეთოს, რომ ბოლომდე „გაგაბანძოს“, – განაცხადა წითლიძემ.
როგორც წითლიძე აცხადებს, ადგილობრივ თვითმმართველობის ს შედეგებს ივანიშვილი შემდეგნაირად გადაანაწილებს – „60-40 შედეგს დაიწერს და დანარჩენს ოპოზიციას შორის გაანაწილებს“.
„იცით ბიძინა რას იზამს? არანაირი 80 და 90 პროცენტს არ დაიწერს. 60-40 პროცენტს დაიწერს , დანარჩენს ამ სხვა ოპოზიციას შორის გაანაწილებს – „ლელოს“ , გახარია, , ასევე დაყენებულია დამოუკიდებელი კანდიდატები, ქმნის ფარსს. იტყვის რომ რა საპარლამენტო არჩევნები, აგერ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ციხიდან გამოუშვი, დემოკრატი როგორ არ ვარ?“, – განაცხადა წითლიძემ.