ანა წითლიძე „ოცნებას“ – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირ შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – ვიბრძოლებთ, სახელოვნად გავიმარჯვებთ და თქვენ თავჩაქინდრული მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება

თქვენი ხელით ხაბეიშვილი არის მკვდარი, თქვენი ხელით ყველა ის ახალგაზრდა, რომელსაც ჩემს თვალწინ „ხარება“ თავისი ზონდერებით დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა, ასფალტზე თავს არტყმევინებდა, არის მკვდარი – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირი შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – მინდა ამ სპეცრაზმის თანამშრომლებს მივმართო – თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი იცის მთელმა საქართველომ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა,- ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ახლა ყველაზე მეტად შეშინებულები არიან “ქართული ოცნების” წევრები და .
“დღეს აქ ერთადერთი მიზნით მოვედი პარლამენტის სხდომაზე კლინიკიდან მას შემდეგ, რაც წიწაკის სპრეით, გაზით, ხელკეტებით დაგვარბიეს და ხელკეტები გვირტყეს. ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ თქვენი რეაქციებისთვის ძალიან კარგად შემეხედა და თქვენი სახეები ძალიან კარგად დამემახსოვრებინა. იმიტომ კი არა, რომ გემუქრებით, იმიტომ, რომ როდესაც თქვენ ხელისუფლებაში არ იქნებით და ეს დრო ძალიან მალე მოვა, როდესაც სხვა ხელისუფლება იქნება, არასოდეს, არასოდეს არ გავხდე თქვენნაირი, არასოდეს გავიმეტო სასიკვდილოდ ადამიანი და არასოდეს გავაკეთო ის განცხადებები, რაც თქვენ აკეთეთ ლევან ხაბეიშვილზე, რომ ვითომ ძალით შეუვარდა სპეცრაზმს და თავი ძალით აცემინა “რობოკოპებს”. თქვენი ხელით ხაბეიშვილი არის მკვდარი, თქვენი ხელით ყველა ის ახალგაზრდა, რომელსაც ჩემს თვალწინ “ხარება” თავისი ზონდერებით დასდევდა, უმოწყალოდ სცემდა, ასფალტზე თავს არტყმევინებდა, ეუბნებოდა, რომ დაგასისხლიანებთო, არის მკვდარი, ამიტომაც, თქვენ არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირი შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა გასაყვანადაც “რობოკოპები” პარლამენტის უკან წყლის ჭავლით არბევენ ახალგაზრდებს. არ გრცხვენიათ? რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ. არ გრცხვენიათ იმიტომ, რომ უტიფრობაა თქვენი სახელი. მე მინდა მივმართო აქედან “ხარებას”, რომლის სახელიც “ხარება” კი არა, სატანა უნდა იყოს. მინდა მივმართო იმ სპეცრაზმელებს, რომლებმაც გუშინ უმოწყალოდ დაარბიეს ბავშვები და ნინო წილოსანი გვეუბნებოდა, რომ ბავშვებს ნუ ახსენებთო. წამოდით ჩვენთან ერთად ნინო ჰოსპიტალში და ნახეთ ბავშვები, რომლებსაც სახე აქვთ დალეწილი. რომლებსაც ტვინის ქალა აქვთ დალეწილი. მინდა ამ სპეცრაზმის თანამშრომლებს მივმართო – თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი იცის მთელმა საქართველომ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. დიმიტრი მჭედლიძევ, ლევან ვასიშვილო, რამაზ მამაგულაშვილო, სოსო გვარამაძევ, გიორგი ყიფშიძევ, ლაშა ბურნაძევ, ლაშა ბერკაცაშვილო, სოსო გელაშვილო, არ გეპატიებათ ახალგაზრდების მოქნეული ხელკეტი. არ გეპატიებათ ჩვენი შვილების დარბევა. არავის ეშინია თქვენი! თქვენზე ძლიერები ვართ. თქვენზე ძლიერი იყო დღეს ერთი ნაცემი აქ. თქვენზე ამაყი იდგა აქ და თვალებში ვერ უყურებდით. იმიტომ, რომ იცით მართლები არ ხართ. საკუთარ თავში რომ ჩაიხედავთ, იცით, რომ თქვენ ახლა გაყიდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალიც და იკადრეთ ის, რაც არასოდეს არ უკადრებია არც ერთ ხელისუფლებას. დაარბიეთ, სასიკვდილოდ გაწირეთ ახალგაზრდები და თქვენგან განსხვავებით, სულ რომ ერთი დავრჩეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, სახელოვნად გავიმარჯვებთ და თქვენ თავჩაქინდრული მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ყველას მოგმართავთ, ვინც აქციაზე ხართ, ვინც გვიყურებთ ტელევიზიით, ამათზე შეშინებული ახლა არავინ არ არის, ბიძინა ივანიშვილზე შეშინებული არავინ არ არის იმიტომ, რომ ამათ გაყვანას “რობოკობი” სჭირდება. ძლიერები ხართ თქვენ! გამოდით გარეთ ყველა, სახელოვნად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის