თბილისის მერობის კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა გიჟივით მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გახდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
წითლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, სარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე არის პირი, რომელსაც კახა კალაძეზე ინფორმაციები მიაქვს ბიძინა ივანიშვილთან.
„კახა კალაძემ არ იცის ზუსტად, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს იმიტომ, რომ თბილისის მერობის კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა გიჟივით მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გახდა. თქვენ გახსოვთ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრობისთვის იბრძოდა და იქამდეც კი იყო მისული, რომ ვინ სად უნდა დაენიშნა სამინისტროში, ეს თანამდებობები ჰქონდა გადანაწილებული.
ამის შემდეგ უკვე, მდინარაძე ბიძინა ივანიშვილთან არის ფულის მთავარი ამომღები და მთავარი სამიზნე, ვისაც, მათ შორის, ინფორმაციები, ჭორები და ა.შ. დააქვს ბიძინა ივანიშვილთან კალაძეზე, არის სწორედ მდინარაძე.
ამ ინფორმაციებზე, ჩვენამდე რომ მოვიდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც საუბრობენ. „ქართული ოცნების“ პარტიული ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რაც ხდება პარტიაში იმიტომ, გაყოფილი არის შიგნით – მდინარაძის კლანი ცალკე არის, კობახიძის კლანი ცალკე, თბილისში კალაძის კლანი, მაგალითად, ირაკლი ზარქუა, რომელიც კალაძის კლანში მოიაზრება და ამის გამო პრობლემები აქვს ხოლმე და ეს დაპირისპირება მათ შორის არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც ჩანს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
