ანა წითლიძე: ეს სტატუსი არ ეხება გულწრფელ საქართველოს მოქალაქეებს… ეხება ვითომ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და ჩასაფრებულ ბიდლოებს. ხვალ უფრო რომ გამოჩნდებიან

“თითის გაშვერა მარტივია! ბრძოლაა რთული!” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებმა “საკუთარი უსაფრთხოება, თავისუფლება და სიცოცხლე ამ პროცესში შეაგდეს ისე რომ ზუსტად იცოდნენ რა ბედი ელოდათ”. 

ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ რამდენიც არ უნდა დაემუქროთ “რუსი – ეს ბრძოლა მაინც გაგრძელდება გამარჯვებამდე”. 

ეს სტატუსი არ ეხება გულწრფელ საქართველოს მოქალაქეებს რომლებსაც ლეგიტიმური კითხვები აქვთ. 

არანაირი იმედგაცრუება!! 

ეხება ვითომ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და ჩასაფრებულ ბიდლოებს. ხვალ უფრო რომ გამოჩნდებიან.

თითის გაშვერა მარტივია! ბრძოლაა რთული! 

ყველა ვინც ახლა თითს იშვერთ, რეალურად პროცესის დამარცხებას გულშემატკივრობდით თავიდანვე და გგონიათ რომ ახლა ამის შესაძლებლობა მოგეცათ. 

თქვენ არასოდეს არ გიბრძოლიათ სპეცრაზმის პირისპირ ფიზიკურად, მხოლოდ თბილი ოთახიდან გაკეთებული განცხადებებია თქვენი შესაძლებლობა. 

არადა სულ ტყუილად! 

თქვენგან განსხვავებით, აქციის ორგანიზატორებმა საკუთარი უსაფრთხოება, თავისუფლება და სიცოცხლე ამ პროცესში შეაგდეს ისე რომ ზუსტად იცოდნენ რა ბედი ელოდათ. 

შეცდომები ბრძოლაში მოსულა! გაჩერება არ მოსულა! ბრძოლას მხოლოდ მაშინ იგებენ თუ რისკავენ! 

არც ერთი კითხვა ამ პროცესში არ დამისვამს გეგმაზე, მთელი გულით ვიბრძოლე და ვიბრძოლებ ყველგან, ყველასთან ერთად, რეჟიმის წინააღმდეგ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე და კოლექტიური ვით რომელსაც თვითონ არაფრის გამბედაობა არასოდეს არ ჰქონია, თითს გავიშვერ და ვინმეს დავმოძღვრავ. 

ქუჩა და ბრძოლა არის რეჟიმის დასასრული, სხვა არაფერი! 

და ეს ბრძოლა, რამდენიც არ უნდა დაგვემუქროს რუსი კობახიძე – მაინც გაგრძელდება გამარჯვებამდე,” – წერს ანა წითლიძე.