ანა წითლიძე გვარამია-მელიაზე – „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.
“მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” ს ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება ამით ხმები დააკლდეს,” – განაცხადა წითლიძემ.