ანა ფოტიგა: კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში

“კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის მორიგ ჯერზე დაესხა თავს ევროპარლამენტარებს, მათ შორის რასა იუკნევიჩიენეს.
ფოტიგა X-ზე პოსტს წერს და ამბობს, რომ თავადაც ხშირად უწევს ქართული ოცნების წევრების მხრიდან “შეურაცხყოფის ჩაყლაპვა”.
“მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და თავისუფლების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში, რომელსაც მე წინ ვწევ, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამრიგად მე ვყლაპავ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემი მისამართით არის გამოთქმული ქართული ოცნების წევრების მხრიდან. თუმცა, მე უნდა ვუპასუხო ჩემი მეგობრის რასა იუკნევიჩიენეს მისამართით გაჟღერებულ საზიზღარ შეურაცხყოფას ქართული ოცნების წევრებიდან.
ის ლიეტუველებისთვის გმირია, Sąjūdis-ის მოძრაობის წევრი, ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილიც ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში არ შეიძლება გადამეტებული იყოს. კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში”, – წერს ფოტიგა.