ანა ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება – ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, სადაც წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე

პარტმუშაკი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რამდენი ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, ბაზა შექმნილია, რუსული აგენტები გაშიფრულები არიან და თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე.
„პარტმუშაკი შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე. ამ ბაზაში აგრძელებენ ჩაწერას ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ დანაშაულებრივ მოქმედებებში. რამდენი სხვა ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, ბაზა შექმნილია, რუსული აგენტები გაშიფრულები არიან, თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხის გება მართლმსაჯულების წინაშე”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს