ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – ანეკდოტური მდგომარეობაა: ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, კანონი არ არის ჩვენიო და ეუბნებით, თქვენიაო – რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და ეუბნებით, არ არის თქვენიო

როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი – ქართველი ხალხი? ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი?- ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
მან პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, დაელაპარაკონ ხალხს, თუ მათთან სალაპარაკო პირი აქვთ.
„კი გასაგები იყო, რომ კომპასი გაქვთ არეული, მაგრამ ანეკდოტური მდგომარეობაა – ევროპის და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, რომ ის კანონი, რომელიც ახლა ხელში გაქვთ არ არის ჩვენიო და თქვენ ეუბნებით – თქვენიაო. რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, რომ ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და თქვენ ეუბნებით არ არის თქვენიო. საფრანგეთის ელჩი, გერმანიის კანცლერი, ამერიკის ელჩი, ყველა გეუბნებათ, რომ ეს ცუდი კანონია და ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვსო, თქვენ მაინც იტყუებით. როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი – ქართველი ხალხი? ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი – გადით, ელაპარაკეთ და დაინახავთ, თუ გაქვთ მათთან სალაპარაკო პირი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ