ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

მეგობრებს დებატებში არ იწვევენ! , – ამის შესახებ “ლელოს” წევრი, პარლამენტის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
დეპუტატი პრემიერს მოუწოდებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დაესწროს.
, რომელიც დაცვის გარეშე პარლამენტის შენობის შიგნითაც ვერ დადიოდა, რომელიც ვერც ერთ ოპოზიციურ არხზე ვერ ჯდება, ვერც ერთ ოპოზიციონერთან დებატებში ვერ ჯდება, ვერც საპარლამენტო დებატებში ვერ შემოვიდა ვერასდროს და მხოლოდ ცალ კარში თამაშობდა, ევროკავშირის ელჩებს ანუ ევროკავშირის სახელმწიფოებს იწვევს დებატებში რუსულ კანონზე. ასეა, შიში ოხერია. ირაკლი, ხვალ არის მაგ საკითხის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით”, – წერს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას “კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ