მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე – გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი. როდესაც თქვენ იცავთ “რუსულ კანონს” თქვენ სახე გაქვთ დაფარული ნიღბებით. მოგმართავთ თხოვნით, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ამ ნიღბებს რომ მოიხსნით, საკუთარ შვილებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ვეღარ ჩახედოთ თვალებში. საქართველო გაიმარჯვებს.
გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.