ანა ნაცვლიშვილი მამუკა მდინარაძეს – ეს კანონი, შეეხება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს? – შეეხება თუ არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს?!

ეს კანონი, რომლის მიზანი და მოქმედების სფერო პირველი მუხლითაა დარეგულირებული, შეეხება და გავრცელდება თუ არა ს აგენტობაში მხილებულ [ოთარ] ფარცხალაძეზე?- ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას.
ნაცვლიშვილმა ასევე იკითხა შეეხება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იძიებენ და ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს.
„ეს კანონი, რომლის მიზანი და მოქმედების სფერო პირველი მუხლითაა დარეგულირებული, შეეხება თუ არა და გავრცელდება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეზე? – ეს არის პირველი კითხვა.
მეორე, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი, მათ შორის ჯანმრთელობის რისკის ფასად 2008 წლის აგვისტოს ომიდან პირველივე დღეებში ახდენდნენ რუსეთი მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირებას, საქართველოს მოქალაქეების სახელით ამზადებდნენ საჩივრებს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ? – შეეხებათ თუ არა ამ ორგანიზაციებს მოქმედების სფეროდან გამომდინარე. ახლა იკითხება რომ შეეხებათ და გამოცხადდებიან უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად. ადამიანები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
მაგალითისთვის საია, რომელსაც ასობით დარღვევა აქვს დოკუმენტირებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი რისკის ფასად აგვისტოს ომიდან, როგორც კი შესაძლებელი გახდა შესვლა, ახდენდნენ დოკუმენტირებას რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დარღვევებისა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
მესამე, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ გამოძიებას და ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს. შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ დოკუმენტირებას და და ამხელენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის და დასახიჩრების, და უწევენ მათ დახმარებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.